LBRY Block Explorer

LBRY Claims • დავით-დარსალიას

ccba90d632f9474a5e0a74e2ec0a178274117a11

Published By
Created On
9 May 2023 20:01:25 UTC
Transaction ID
Cost
Safe for Work
Free
Yes
დავით დარსალიას სპექტაკლის" სიკვდილთან თამაში
ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა. მთავარ როლში მოწვეული მსახიობი ოთარ ჩიქობავა იყო. როლებში ვიხილეთ ვალერი სიჭინავა,, ლიკა ახალაია. და დავით შენგელია.
სიკვდილის სტუმრობა წარმატებული ბიზნესმენის ცხოვრებაში სარკაზმის ელემენტებს შეიცავდა. სიკვდილი ხუმარაა, ცეკვა-სიმღერასაც კი ცდილობს, წარმოდგენილია როგორც ტრაგიკული, ხელმოცარული სუბიექტი, რომელიც თამაშობს,თუმცა კომიკური პერსონაჟის უკან ის ბედისწერა იკითხება, რაც ადმიანისთვის ყოველთვის ეგზისტენციალურია
მასთან თამაშის დროს მთავარ გმირში ცხოვრების მნიშვნელობის აზრი იცვლება. ის ხვდება სიყვარულის და ოჯახის პრიორიტეტულ მნიშვნელობას, განიცდის მეტამორფოზას.
მთავარ გმირთან ქართველი ემიგრანტის სტუმრობის სცენაში ვალერი სიჭინავა ახალ ამპლუაში წარმოგვიდგა. მან სპექტაკლში დრამატული ელემენტები და ემიგრანტული მელანქოლიით შეპყრობილი ქართველის სახე დაგვანახა. ის არ გავდა მის ტრადიციულ კომიკურ როლებს, რაც ხელოვანის მაღალ ოსტატობაზე მიგვითითებს.
რეჟისორი დავით დარსალია უკვე წლებია ცდილობს ჩხოროწყუს სახალხო თეატრის აღორძინებას. ის სხვადასხვა თაობის მოსწავლეთა და სტუდენტების თეატრალური მაესტროა .
პატარა სცენის დეკორაციები მხატვარმა ბაჩუკი ჟვანიამ საუკეთესოდ მოაწესრიგა. ფერების სწორი შერწყმა, კოსტუმები აშკარად მოუხდა საერთო აურას. მაყურებელი კიდევ უფრო ადვილად ჩაწვდა რეჟისორის ჩანაფიქრებს
...
https://www.youtube.com/watch?v=BTHVWwAmruI
Author
Content Type
Unspecified
video/mp4
Language
Open in LBRY

More from the publisher

Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO
Controlling
VIDEO